|
2017-10-07 13:31:36, 2080 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: კონსტიტუცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ძალიან დიდი შრომის შედეგია
კონსტიტუცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ, უპირველეს ყოვლისა გახლავთ ძალიან დიდი შრომის შედეგი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საპარლამენტო გუნდმა ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ძალიან დიდი სამუშაო ჩაატარა. „ჩატარდა დიდი სამუშაო იმისათვის, რომ კონსტიტუცია ყოფილიყო ისეთი, როგორადაც არის მიღებული. ეს სამუშაო იყო ერთი დიდი ჩართულობის მაგალითი. ძალიან ბევრი შემხვედრი ნაბიჯი გადაიდგა მმართველი გუნდის მხრიდან ვენეციის კომისიის მუშაობის პროცესში და კომისიის მუშაობის დასრულების შემდგომ. ყველა შენიშვნა იყო გათვალისწინებული. ის ბოლო სამი ნაბიჯი, რომელიც არ არის მოთხოვნილი ვენეციის კომისიის მხრიდან, ჩვენ მაინც გადავდგით. საუბარი მაქვს ბარიერის 3 პროცენტამდე დაწევაზე, ბლოკების ჩამოყალიბებაზე და 2020 წლის არჩევნებზე ბონუსის სისტემაზე უარის თქმასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვეტოს დადების საკითხს, კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ამ თემაზე „მარჩიელობა საჭირო არ არის“. „არ ვიცით ვეტო იქნება თუ არა. ჩვენ დიდი სამუშაო ჩავატარეთ. ეს კონსტიტუცია იქნება დიდი მემკვიდრეობა, რომლითაც საქართველოში შეუქცევადად დამყარდება დემოკრატიული სისტემა. დარწმუნებული ვარ, შემდეგი თაობები ამას აუცილებლად დააფასებენ. როდესაც ჩვენ ვიყავით ოპოზიციაში, მმართველი გუნდის მხრიდან, მსგავსი რეფორმები არ ჩატარებულა, რაც ჩვენ გავაკეთეთ. არც ერთი ახალი ცვლილება არ ემსახურება მმართველი გუნდის ინტერესის განმტკიცებას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)