|
2017-10-02 20:11:13, 2116 ნახვა
კომენტარი
მექვაბიშვილი: ცვლილებები აუცილებელი იყო, რათა აუდიტის სამსახური გაცილებით ეფექტური გამხდარიყო
გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა უწყებაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა.მექვაბიშვილის თქმით, ცვლილებები აუცილებელი იყო, რათა აუდიტის სამსახური გაცილებით ეფექტური გამხდარიყო. კერძოდ, ახალმა გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ორი მოადგილე - ნინო ლომჯარია და დევი ვეფხვაძე და თანამდებობაზე დატოვა მხოლოდ ნოდარ ჯავახიშვილი. „ბატონ ნოდარს აქვს უაღრესად დიდი გამოცდილება საჯარო სექტორში და ვფიქრობ, რომ ეს გუნდი, ორი ახალი წევრი, რომლებსაც, ფაქტობრივად, არ აქვთ გამოცდილება საჯარო სექტორში და ბატონი ნოდარის ენერგიის შედეგად, ჩვენ მივიღებთ საკმაოდ ძლიერ გუნდს და ეს ცვლილებები აუცილებელი იყო იმისთვის, რომ აუდიტის სამსახური გამხდარიყო გაცილებით ეფექტური. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ეს იყო, ვიმეორებ, ჩემი გადაწყვეტილება, რომელიც დაფუძნებული იყო პროფესიონალურ კუთხეზე“,-განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა. ამასთან, მექვაბიშვილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ნინო ლომჯარიას გათავისუფლება მას იუსტიციის მინისტრმა ურჩია. თუმცა, არ მალავს, რომ თეა წულუკიანს შეხვდა: „ქალბატონ თეას მე შევხვდი და ჩვენ მიმდინარე საკითხები გავიარეთ, რომელიც ეხებოდა აუდიტის სამსახურსა და იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობას. არანაირი რჩევები მას არ მოუცია. თვითონაც ჩადგებოდა უხერხულ მდგომარეობაში ამ თემებთან დაკავშირებით რომ ჩვენ გველაპარკა,“ - განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა. რაც შეეხება არასამთავრობო სექტორის ეჭვებს პოლიტიკურ მოტივაციასთან დაკავშირებით, ირაკლი მექვაბიშვილი ამბობს, რომ მზადაა, არასამთავრობო სექტორს შეხვდეს და მათ კითხვებზე პასუხი გასცეს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)