00:18 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-30 12:21:29, 2252 ნახვა

მსოფლიო
ასანჟი: ის, რაც კატალონიაში ხდება, ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ, დასავლეთის უდიდესი კონფლიქტია

WikiLeaks-ის დამფუძნებლის ჟულიან ასანჟის განცხადებით, კატალონიის რეფერენდუმი, მსოფლიო პრაქტიკაში ინტერნეტ-ომის პირველი შემთხვევაა, - ამის შესახებ ასანჟი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც ასანჟმა განმარტა, კატალონია დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ორგანიზებისთვის მსოფლიო ქსელს იყენებს, ხოლო ესპანეთის სპეცსამსახურები ამას ეწინააღმდეგება და მთელი ინტერნეტ კომუნიკაციის გაყინვას ცდილობენ.

მისივე შეფასებით, კატალონიაში განვითარებული მოვლენები დასავლეთის ყველაზე მასშტაბური კონფლიქტია, რომელიც მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის არსებობს, მას შემდეგ რაც ბერლინის კედელი დაეცა.

შეგახსენებთ, რომ 1 ოქტომბერს ესპანეთის რეგიონში ქვეყნისგან გამოყოფის რეფერენდუმი ჩატარდება, რომელსაც ოფიციალური მადრიდი არ აღიარებს. შესაბამისი გადაწყვეტილება კატალონიის პარლამენტმა მიიღო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics