|
2017-09-29 16:32:58, 2112 ნახვა
კომენტარი
უდუმაშვილი: მთელი ქალაქი წაიღო, მიწებთან დაკავშირებით ივანიშვილის მადა დაუოკებელია
„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პარტია საკრებულოში ბოიკოტის რეჟიმში დარჩება. როგორც უდუმაშვილმა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნა, არჩევნების შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვლება. მისივე თქმით, მმართველი გუნდი ორიენტირებული იმაზე, რომ ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის „სურვილები შეასრულოს“. „დღეს არის დღეს, როდესაც კიდევ ორი სურვილი უნდა აუსრულონ ბიძინა ივანიშვილს, თან სასწრაფოდ. პირველი სურვილი თაბორის მთაზე ტერიტორია მისცენ, მეორე კი, პუშკინის სკვერთან, საკმაოდ დიდი ტერიტორია 1 ლარად გადასცენ. ახლა მიდის ხელების გადაგრეხვა თბილისისთვის. იმ კაცს უნდა, და შესაბამისად გააკეთებენ იმას, რაც ბიძინას სურს. სწორედ ამას ასრულებს „ქართული ოცნება“ რეალურად. ამ ყველაფერს მოჰყვა ჩვენი პროტესტი საკრებულოს დარბაზში, რის შემდეგაც დარბაზიდან გაგვაძევეს და დერეფანში დარჩენის უფლებაც არ მოგვცეს. მოგვიწყვეს ჩვეულებრივი ფრონტი, რადგან ამდენი პოლიციელის მობილიზება საკრებულოში არ მახსოვს. აღნიშნული მიწების გადაცემის ფაქტს მმართველი გუნდი ხსნის იმით, რომ ეს ქალაქისთვის კარგია. რასაც ბიძინა აკეთებს რა თქმა უნდა ყველაფერი კარგია, მარტო ჩვენ ვართ ცუდები, ხალხი, რომელიც მის სიკეთეს ვერ ხედავს. სინამდვილეში, მან მთელი ქალაქი წაიღო. მიწებთან დაკავშირებით ივანიშვილის მადა დაუოკებელია. ყველა ის უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც საკრებულომ მიიღო, გადაიხედება არჩევნების შემდეგ“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოში სხდომა მიმდინარეობს. სხდომა პროტესტის ნიშნად ოპოზიციის რამდენიმე წევრმა დატოვა, მათ შორის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა. მანამდე, საკრებულოს სხდომაზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. საკრებულო ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის პუშკინის სკვერის მიმდებარედ და თაბორის მთაზე მიწის გადაცემის საკითხს განიხილავდა, რამაც ოპოზიციის უკმაყოფილება და პროტესტი გამოიწვია. ხმაურის გამო, სხდომა თითქმის 2 საათის განმავლობაში ვერ იწყებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც დაცვამ ოპოზიციის წევრები დარბაზიდან გააძევა, სხდომა განახლდა. ცნობისთვის, საკრებულოს შენობასთან ათობით სამართალდამცველი ამ დრომდე მობილიზებულია.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)