|
2017-09-29 13:19:27, 2509 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში შესაძლოა, Facebook-ი დაიბლოკოს
რუსეთის სახელმწიფო ინტერნეტცენზორმა Roskomnadzor-მა 2018 წლიდან შესაძლოა ქვეყანაში Facebook დაბლოკოს, - ამის შესახებ Roskomnadzor-ის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ჟაროვმა Interfax-ს განუცხადა. მედია საშუალების ინფორმაციით, კომპანია Facebook-ი წლებია უარს ამბობს შეასრულოს რუსეთის "პერსონალური მონაცემების შესახებ" კანონის მოთხოვნების შესრულებაზე. აქედან გამომდინარე რუსეთის ხელისუფლებას არ აქვს შესაძლებლობა Facebook-ის რუსი მომხმარებლების მონაცემებზე წვდომა მოიპოვოს. ჟაროვის თქმით, სოციალური ქსელის შემოწმება, რუსეთის კანონმდებლობის თავსებადობასთან დაკავშირებით, მიმდინარე წელს დაგეგმილი არ არის. ჟაროვმა განმარტა, რომ თუ Facebook-ი 2018 წელს საკუთარ სერვერებს რუსეთში არ გადაიტანს ის linkedin-ის ბედს გაიზიარებს და დაიბლოკება. ამასთან, რუსეთის კომუნიკაციების მინისტრის, ნიკოლაი ნიკიფოროვის ინფორმაციით, ქვეყანაში შესაძლოა, ანალოგიური მოთხოვნის გამო, telegram-იც დაიბლოკოს. მედია წერს, რომ რუსეთმა 2015 წელს მიიღო კანონი, რომლის თანახმად ონლაინ კომპანიებს, რომლებიც მომსახურების გაწევას რუსეთის ტერიტორიაზე ახდენენ და ფლობენ მომხმარებელთა შესახებ პერსონალური სახის ინფორმაციას, დაეკისრათ ვალდებულება, სერვერები რუსეთის ტერიტორიაზე ჰქონდეთ განთავსებული. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში განთავსებულ სერვერებზე ადგილობრივ მთავრობას შეუზღუდავი წვდომა აქვს. რუსეთში ინტერნეტ თავისუფლება თითქმის არ არსებობს. "ეფ-ეს-ბე" ქვეყანაში ინტერნეტტრაფიკს აკონტროლებს, Roskomnadzor-ს კი, ათობით საიტი აქვს დაბლოკილი.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)