23:32 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-26 11:26:04, 2105 ნახვა

მსოფლიო
მექსიკაში, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 324-მდე გაიზარდა

მექსიკაში, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 324-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით,  ქალაქის გარკვეულ ნაწილში საცხოვრებელი შენობები და ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურებულია. ამასთან, 3 ათასამდე შენობა შესაძლოა დაინგრეს.

პრეზიდენტის განკარგულებით სამაშველო სამუშაოებში სამხედროებიც არიან ჩართული. ამასთან, ენრიკე პენიო ნიეტამ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიწისძვრის შემდეგ დაკარგული ადამიანების შესახებ 200-ზე მეტი განცხადება მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ მიწისძვრა, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიწისძვრის 32-ე წლის თავს დაემთხვა, რომლის შედეგადაც მექსიკაში 10 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მექსიკის ქალაქ პუებლა-დე-სარაგოსას მახლობლად 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.  ბოლო ორი კვირის განმავლობაში მექსიკაში ეს უკვე მეორე მიწისძვრაა. 8 სექტემბერს მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics