|
2017-09-25 15:02:08, 2104 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე: ოპოზიცია ცდილობს, საკონსტიტუციო პროცესს ჩრდილი მიაყენოს
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია ცდილობს საკონსტიტუციო პროცესს ჩრდილი მიაყენოს. როგორც მდინარაძემ განმარტა, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები ამისთვის, ვენეციის კომისიის დასკვნის ინტერპრეტაციას ახორციელებენ. "ოპოზიცია მთელი ამ ხის განმავლობაში, რაც საკონსტიტუციო პროცესი მიმდინარეობს, ყოველდღიურად ცდილობს რომ, რამენაირად ჩრდილი მიაყენოს ამ პროცესს. თუმცა ვენეციის კომისიის ბოლო დასკვნამ ამ ყველაფერს წერტილი დაუსვა და თქვა სიმართლე, რომ ეს არის პროგრესული კონსტიტუცია. ამასთან, დაკავშირებით ინტერპრეტაციებს აკეთებენ და მანიპულაციას მიჰყვეს ხელი. იმასაც ამბობენ, რომ იქ თითქოს ნეგატივები ჭარბობს, რაც ასევე ტყუილია. მთავარი ის არის, რომ ცოტა ხანში არავის ემახსოვრება მათი უპასუხისმგებლო განცხადებები. ჩვენ მივიღებთ დემოკრატიულ, გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილ, ძალიან მაგარ კონსტიტუციას და ეს იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარების კიდევ ერთი მყარი გარანტი", - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)