|
2017-09-25 12:05:17, 2249 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში ანგელა მერკელის პარტიული ბლოკი ლიდერობს
გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ”ქრისტიან დემოკრატიული კავშირი" ქვეყანაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს, - ამის შესახებ BBC იუწყება. ამ დროისთვის შედეგები ასე გამოიყურება: ანგელა მერკელის პარტია - 33.2%; მარტინ შულცის პარტია - 20.8%; "ულტრამემარჯვენეები" - 13.1%; "თავისუფალი დემოკრატები" - 10.4%; "მემარცხენე პარტია“ 9,2%-ით და „მწვანეები“ 8,9%-ით. დანარჩენმა პარტიებმა 5%-იანი ზღვარი ვერ გადალახეს. მედია საშუალების ინფორმაციით, ანგელა მერკელის ბლოკის მიერ მიღებული ხმები არაა საკმარისი მინისტრთა კაბინეტის ფორმირებისთვის. აღსანიშნავია, რომ 2013 წლის საპარლამენტო არჩევნებში მერკელის პარტიამ ბუნდესტაგში 630 მანდატიდან 502 მიიღო და მინისტრთა კაბინეტიც და კანცლერიც უპრობლემოდ დაამტკიცა. ეგზიტპოლის შედეგებს გერმანიის მოქმედი კანცლერი უკვე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "უკეთეს შედეგს" ელოდა. მერკელმა ამომრჩევლლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. წინასწარ შედეგებს მოქმედი კანცლერის მთავარი ოპონენტი მარტინ შულცის გამოეხმაურა. ევროპარლამენტის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მერკელის ბლოკთან თანამშრომლობას და კოალიციის შექმნას არ აპირებს. მისივე შეფასებით, "არჩევნების წინ დასახულ მიზნებს ვერ მიაღწია". როგორც BBC წერს, გერმანიის მოსახლეობამ პარტიის "ალტერნატივა გერმანიისთვის" მესამე ადგილზე გასვლა გააპროტესტა. უკმაყოფილო მოქალაქეებმა ბერლინში აქცია გამართეს და სამართალდამცველებს ბოთლები დაუშინეს. საფრანგეთის ულტრამემარჯვენე "ნაციონალური ფრონტის" ლიდერმა მარინ ლე პენმა გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნებში "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) ლიდერებს "ისტორიული გამარჯვება" მიულოცა. "განსაკუთრებული მილოცვა ფრაუკე პეტრის, რომელმაც AfD-ი ამ ისტორიულ გამარჯვებამდე მიიყვანა... ეს გამარჯვება ევროპელი ხალხის გამოღვიძების სიმბოლოა", - წერს ლე პენი Twitter-ის საკუთარ გვერდზე.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)