01:38 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-23 19:18:12, 2396 ნახვა

კომენტარი
ზურაბ ალავიძე: დაბა წაღვერში ხანძრის ქრობის პროცესში აზერბაიჯანის ვერტმფრენი ჩაერთვება

ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის ინფორმაციით, დაბა წაღვერში ხანძრის ქრობის პროცესში აზერბაიჯანის ვერტმფრენი ჩაერთვება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ადგილზე მუშოაბას ქართული ვერტმფრენი აგრძელებს. მისივე თქმით, ცეცხლის ქრობის პროცესში 18 სახანძრო-სამასველო ბრიგადა იღებს მონაწილეობას.  

ალავიძის განმარტებით, აზერბაიჯანული ვერტმფრენი სამუშაოებში ხვალ დილიდან ჩაერთვება. 

„ქარი ართულებს მუშაობას, რადგან მიმართულებებს იცვლის ცეცხლი. კარგი ის არის, რომ ერთ ხევშია და არ ვაძლევთ საშუალებას, რომ მეორე ხევში გადავიდეს. მოსახლეობას საბედნიეროდ, არანაირი საფრთხე არ ემუქრება, საკმაოდ მოშორებითაა მოსახლეობისგან. ცოცხალი ძალა და ტექნიკა მუშაობს. ნორმალურად მივდივართ ამ ეტაპზე. იმედი გვაქვს, რომ საღამოს უკეთესი მდგომარეობა უნდა გვქონდეს. პლუს მეზობელი ქვეყნებიდან ვერტმფრენები გვეხმარებიან - აზერბაიჯანიდან უკვე წამოსულია და კიდევ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ხვალ იმედი გვაქვს, რომ გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვექნება და ლოკალიზებას მოვახდენთ, თუ რამემ ხელი არ შეგვიშალა, რადგან დამოკიდებულები ვართ მაინც ქარსა და ბუნებრივ პირობებზე“, - განუცხადა ალავიძემ ტელეკომპანია „იმედს“.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics