22:22 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-22 13:22:58, 3077 ნახვა

სამართალი
სამართალდამცველებმა ბათუმის მერიის თანამშრომელი დააკავეს

სამართალდამცველებმა ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი დააკავეს.

ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს:

„მიმდინარე წლის 20 სექტემბერს სამართალდამცავი ორგანოების მიერ  დაკავებული იქნა ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი.  საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

ბათუმის მერია თანამშრომლობს  და ხელს უწყობს მიმდინარე გამოძიებას, რათა საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება.  გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ყველა მოხელის მიმართ, ვინც არაკანონიერ ქმედებებს ჩაიდენს, მიიღება მკაცრი ზომები, როგორც მერიის, ასევე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. მოვუწოდებთ მერიის სტრუქტურაში მომუშავე თითოეულ თანამშრომელს, ნუ შელახავენ მერიის სტრუქტურაში მომუშავე საჯარო მოსამსახურეების ღირსებასა და პატივს“, - ნათქვამია ბათუმის მერიის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics