|
2017-09-22 10:51:20, 2396 ნახვა
მსოფლიო
ქარიშხალ „მარიას“ სულ მცირე 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ქარიშხალმა „მარიამ“ დომინიკის რესპუბლიკაში სულ მცირე 15 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 20-ზე მეტი კი, დაკარგულად ითვლება, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ქარის სიჩქარე 250 კილომეტრ საათს აღწევს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრ რუზველტ სკერიტის განცხადებით, თითქმის ყველას სახლის სახურავი ახდილია, მათ შორის მისი რეზიდენციის სახურავიც. მედიის ცნობით, მეხუთე კატეგორიის ქარიშხალი "მარია" ახლა ვირჯინიის კუნძულებსა და პუერტო-რიკოს დაატყდა თავს, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. „მარიას“ კი ტროპიკული შტორმი „ლი“ მოსდევს, რომელიც ასევე კარიბის კუნძულებს ემუქრება. ატლანტის ოკეანეში ამჟამად კიდევ ერთი ქარიშხალი „ხოსე" მძვინვარებს. ცნობისთვის, ბოლო 1 თვის განმავლობაში ამერიკასა და კარიბის აუზის კუნძულებს რამდენიმე ქარიშხალი დაატყდა თავს. პირველი ქარიშხალი "ჰარვი" ტეხასსა და ლუიზიანაში მძვინვარებდა, მას მოჰყვა ქარიშხალი "ირმა" და "ხოსე". სამივე ქარიშხალი 5 კატეგორიამდე იყო ასული. პრობლემები შექმნა ქარიშხალმა "კატიამ". სტიქიების შედეგად გაჩენილი ზარალი ასობით მილიარდ დოლარს შეადგენს. საერთო ჯამში 100-მდე ადამიანი დაიღუპა, ასობით ათაში კი, უსახლკაროდ დარჩა.
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)