05:18 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-29 12:37:33, 388 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტს მთავრობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადება მოუწევს

პარლამენტს მთავრობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადება მოუწევს. 

კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის 1/3–ით, მაგრამ არანაკლებ მთავრობის 5 წევრით განახლების შემთხვევაში, მთავრობა პარლამენტის წინაშე ახალი შემადგენლობით და პროგრამით უნდა წარსდგეს. 

იმისათვის, რომ პარლამენტმა მთავრობას ნდობა გაოუცხადოს, ამისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. 

ცნობისთვის, ერთი  წლის განმავლობაში მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. 

პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თავდაცვის მინისტი ირაკლი ალასანია მინდია ჯანელიძემ შეცვალა. ალასანიას გათავისუფლების შემდეგ თანამდებობები დატოვეს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა. შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძემ თანამდებობა დატოვა და მისი ადგილი ვახტანგ გომელაურმა დაიკავა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა,  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა კი, საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასვლის გამო დატოვა პოსტი. დღეს სპორტის მინისტრი ლევან  ყიფიანი გადადგა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics