|
2017-09-20 14:50:35, 2106 ნახვა
ეკონომიკა
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში აგრობიზნესის მთლიანმა გამოშვებამ 4 მილიარდი ლარი შეადგინა
2017 წლის პირველ ნახევარში აგრობიზნესის მთლიანი გამოშვება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 8%-ით აღემატება. პირველადი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება შეადგენს 1.9 მლრდ ლარს, რაც 7%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. გამოშვებული პროდუქციის ძირითადი წილი მეცხოველეობის სექტორზე მოდის. საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა 8%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ცხვრისა და ღორის სულადობები კი გაზრდილია, შესაბამისად, 5%-ით და 10%-ით. აღსანიშნავია, რომ საქსტატის მეთოდოლოგიის მიხედვით, მეცხოველეობის სექტორის ზრდაში იგულისხმება პირუტყვის და ფრინველის სულადობის ნამატი (და არა სულადობის აბსოლუტური მაჩვენებელი) აღნიშნულ პერიოდში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია მომავალში მეცხოველეობის პროდუქტების (ხორცი, რძე, კვერცხი) წარმოების ზრდის უზრუნველსაყოფად. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობის შემცირება გამოწვეულია ცოცხალი პირუტყვის ექსპორტის მაღალი მაჩვენებლით, თუმცა, ნამატის ხარჯზე სექტორი მაინც იზრდება რაც მომავალში დადებითი ტენდენციის საფუძველს იძლევა. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის გამოშვება მიმდინარე წლის პირველ ნახევარში შეადგენს 2.3 მლრდ ლარს, რაც 9%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. გადამამუშავებელ სექტორში მნიშვნელოვანი პოზიციები უჭირავს მარცვლეულის და რძის გადამუშავებას, ასევე, ალკოჰოლიანი სასმელების წარმოებას. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)