05:18 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-29 10:37:20, 503 ნახვა

პოლიტიკა
თამარ ბერუჩაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს და გენერალური მდივნის კაბინეტის უფროსს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილ ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს, კაბინეტის უფროსს სუზანა მალკორას შეხვდა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო უწყებიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მინისტრმა ასევე შეხვედრა გამართა გენერალური ასამბლეის 69-ე სესიის პრეზიდენტ სემ კაჰამბა კუტესასთან.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასამბლეის პრეზიდენტსა და გენერალური მდივნის კაბინეტის უფროსს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე, მოსკოვსა და სოხუმის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებული ე.წ. "ხელშეკრულებების“ და ამ ხელშეკრულებებიდან მომდინარე საფრთხეების შესახებ. შეხვედრებზე საუბარი შეეხო ასევე 69-ე სესიის ფარგლებში საქართველოს გეგმებსა და პრიორიტეტულ საკითხებს.

 ამასთან, ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრები გაეროსთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი გაეროს შტაბ-ბინაში 1 მაისს დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics