|
2017-09-19 15:04:21, 2207 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის ეროვნულ-პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნულ-პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მა ფეიჰუას შეხვდა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება. სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის მთელი სპექტრი განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილა ჩვენს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების სახელმწიფოებრივი პროცედურების სწრაფად დასრულებაზე, რაც ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საკონსულტაციო საბჭოს მიერ შეთანხმების რატიფიკაციას. გარდა ამისა, საუბარი წარიმართა თანამშრომლობის გარღმავებაზე ეკონომიკის ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტურიზმი და ინდუსტრიული მიმართულება. შეხვედრაზე დადებითად აღინიშნა რამდენიმე დღის წინ ჩინეთში ერთობლივი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარების შეთანხმების გაფორმება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)