|
2017-09-15 13:51:08, 2181 ნახვა
კომენტარი
ქუმსიშვილი: მინდა მადლობა გადავუხადო სირილ მიულერს, რომლის თვალწინ ჩვენ ქვეყნის რეფორმები განვითარდა
დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოსა და მსოფლიო ბანკის პარტნიორობისა და მეგობრობის 25 წლისთავს, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ სირილ მიულერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში რეფორმები მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თვალწინ განვითარდა. „მინდა პერსონალურადაც გადავუხადო დიდი მადლობა ბატონ მიულერს. ის მონაწილეობდა პირველ შეხვედრაში საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის, რომელიც 1990-იან წლების დასაწყისში ვაშინგტონში საქართველოს მაშინდელ ხელმძღვანელს ედუარდ შევარდნაძესა და მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს შორის გაიმართა. ეს ადამიანი, რომლის თვალწინ საქართველოში რეფორმები განვითარდა", - განაცხადა ქუმსიშვილმა. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი კარგად იცნობს საქართველოს და არის მისი რეალური მატიანე. „როგორც ბატონი მიულერი ჰყვება, 1993 წელს ის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად მუშაობდა თანამეგობრობისთვის გასაგზავნი წერილის მოსამზადებლად, რომ საქართველოს დახმარებოდნენ," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)