21:12 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-14 16:18:46, 2315 ნახვა

მსოფლიო
რუსეთში აფეთქების საფრთხის შეტყობინებების ავტორები სავარაუდოდ ISIS-სთან არიან კავშირში

რუსეთის მასშტაბით ასობით ობიექტში აფეთქების საფრთხის შესახებ შესული შეტყობინებების ავტორები, სავარაუდოდ ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" არიან დაკავშირებულები, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობების არსებობის შესახებ ინფორმაცია არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურებულა.

როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, ყველა შეტყობინების ავტორზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება.

სააგენტო სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე პირების ვინაობა არ სახელდება.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივ და სავაჭრო ობიექტებში ბომბის არსებობის შესახებ ანონიმური ზარების სერია რუსეთში უკვე მეხუთე დღეა გრძელდება. გუშინ მსგავსი ზარები დედაქალაქშიც დაფიქსირდა, რის შედეგადაც 7 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გაანხორციელდა. საერთო ჯამში ცრუ განგაშის გამო 420 სხვადასხვა ობიექტიდან 130 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა. არსანისნავია, რომ დღეს ანონიმური შეტყობინება მოსკოვში 8 სკოლაშიც შევიდა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics