|
2017-09-13 04:56:04, 2598 ნახვა
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ აშშ-ის საელჩოსთან თანამშრომლობით ძებნილი პირის ექსტრადიცია განახორციელა
საქართველოს პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად, ბავშვის მიმართ ჩადენილ სქესობრივი ხასიათის დანაშაულებთან დაკავშირებით ძებნილი ბ.მ.-ს ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიცია განახორციელა. უზბეკეთისა და ისრაელის მოქალაქე ბ.მ. ნიუ-იორკში ჩადენილი დანაშაულისთვის 2012 წლიდან იძებნებოდა და იგი ქართველმა სამართალდამცველებმა აშშ-ს კომპეტენტური ორგანოების თხოვნის საფუძველზე საქართველოში, ქ.თბილისში, 2016 წლის დეკემბერში დააკავეს. საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული შესაბამისი ღონისძიებების შედეგად, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით ბ.მ.-ს ექსტრადიცია მიმდინარე წლის 8 სექტემბერს განხორციელდა და იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში სასამართლოს წინაშე წარდგება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)