19:53 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-08 05:45:07, 2490 ნახვა

მსოფლიო
„კრაკოვეცის“ გამშვებ პუნქტზე, რომლის გავლითაც სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას აპირებს, მავთულხლართები გააბეს

პოლონეთი-უკრაინის საზღვრის „კრაკოვეცის“ გამშვებ პუნქტზე, რომლის გავლითაც 10 სექტემბერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას აპირებს, მავთულხლართები გააბეს, - ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

მედია საშუალების ინფორმაციით, გამშვებ პუნქტზე მესაზღვრეთა მორიგეობა გააძლიერეს, რათა სასაზღვრო ზონაში პროვოკაციები არ დაუშვან.

ცნობისთვის, სააკაშვილის დასახვედრად მშვიდობიანი აქცია გაიმართება. პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე მიხეილ სააკაშვილის დახვედრას ფრაქცია „სამოპომოჩის“ წევრი დეპუტატები და „დემოკრატიული ალიანსის“ წარმომადგენლები აპირებენ.

უკრაინელმა მესაზღვრეებმა ადრე განაცხადეს, რომ არ აპირებენ მიხეილ სააკაშვილის შეშვებას უკრაინაში, რადგან პოლიტიკოსის უკრაინული პასპორტი უკვე ვადაგასულია.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილმს მოქალაქეობა 26 ივლისს ჩამოართვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics