09:19 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-07 07:17:51, 2363 ნახვა

ეკონომიკა
თიბისი დაზღვევის ბოტით უკვე ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის შეძენა შეგიძლიათ

თიბისი დაზღვევის  ჩატბოტმა ახალი სადაზღვევო პროდუქტის დამზადება ისწავლა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს სახლიდან გაუსვლელად, ბოტთან გასაუბრებით შეუძლია ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის შეძენა. 

ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა ერთ-ერთი ყველაზე საჭირო დაზღვევაა მძღოლებისათვის და იმ შემთხვევას ითვალისწინებს, როდესაც ავტომობილის მართვისას მძღოლი აზიანებს სხვის ავტომობილს, ქონებას ან ჯანმრთელობას. ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა ყველა ამ ხარჯის ანაზღაურებას გულისხმობს.

ბი ბოტით  ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის შეძენა ძალიან მარტივია, მხოლოდ რამოდენიმე წუთია საჭირო.

ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის სამი პაკეტია ხელმისაწვდომი, რომლებიც წლიური გადასახდელი თანხით და ასანაზღაურებელი ლიმიტით განსხვავდება;

  1. წელიწადში 50 ლარის გადახდის შემთხვევაში ანაზღაურდება 5000 ლარი
  2. წელიწადში 100 ლარის შემთხვევაში ანაზღაურდება 10 000 ლარი
  3. წელიწადში 150 ლარის გადახდის შემთხევაში 25 000 ლარი

დაზღვევის შეძენა ფეისბუქ მესენჯერის ჩატიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი. პოლისს მომხმარებელი ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს და მას ვადა ერთი წლის განმავლობაში ექნება.

ამ ეტაპზე ბი ბოტის საშუარებით სამოგზაურო დაზღვევის და ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის შეძენაა შესაძლებელი. ბი ბოტი მუდმივად ვითარდება და სულ მალე სხვა სადაზღვევო პროდუქტებსაც შემოგთავაზებთ.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics