|
2017-09-06 06:57:18, 2135 ნახვა
კომენტარი
ზაზა გაბუნია: გაოცებული ვარ, რამდენად დიდია სერგო რატიანის შესაძლებლობები დემაგოგიაში
„გაოცებული ვარ, რამდენად დიდია ბატონი სერგოს შესაძლებლობები დემაგოგიაში. მე ვხედავ, რომ ოპოზიცია მზადაა თქვას ათასი სისულელე, აბსურდი, რომ თავიდან აიცილოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელიც მათ დიალოგის ვერგაგრძელების და კონსესუსის არ არსებობისთვის ეკისრებათ“,-ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა გაბუნიამ პარტია "ევროპული საქართველოს" წევრ სერგო რატიანს, რომელმაც განაცხადა, რომ „’ქართული ოცნების“ მიერ წარმართული საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი შეგვიძლია შევაჯამოთ ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიოს შეფასებით: "მე ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული ვარ““. გაბუნიას თქმი, ოპოზიციის მიზანი არასდროს ყოფილა შეთანხმებისკენ, კონსესუკენ სწრაფვა: „ასე რომ ყოფილიყო, მაშინ ის ზოგიერთი პარტია, რომელთაც 2010 წელს კონსტიტუციის სრულიად უვარგის ტექსტს დაუჭირეს მხარი, არ გაუჭირდებოდათ ამ კარგი, გამართული კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებზე დაფუძნებული ტექსტის მხარდაჭერა. ოპოზიციის ამოცანა იყო, რომ არ ყოფილიყო კონსესუსი, შეთანხმება, რამდენიმე თვის მანძილზე ველოდით ოპოზიციისგან, განესაზღვრათ და გამოეგზავნათ საკითხები, რომელიც, მათი აზრით იყო მნიშვნელოვანი კონსესუსთვის. მაგრამ სამაგიეროდ გამოგვიგზავნეს 4 ულტიმატუმი, რომელიც უკავშირდებოდა იმას, თუ მათი პარტიებიდან რამდენი ადამიანი და როგორ მოხვდებოდა შემდეგ პარლამენტში და ეს იყო, რა თქმა უნდა, არასერიოზული და არასაკმარისი წინაპირობა იმისთვის, რომ გაგრძელებულიყო დიალოგი. ამის გამო, ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ხელისუფლების როლი კონსესუსის არ არსებობაში ნულოვანია. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცამ გააგრძელა დესტრუქციული პოლიტიკა, რომელიც ჯერ კიდევ კომისიაში დაიწყეს.ოპოზიცია ხედავს, რომ კონსტიტუციის ტექსტში კრიტიკის საფუძველი არ არსებობს“,-ამბობს ზაზა გაბუანია. გაბუნიას განარტებით, ოპოზიციამ ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ციტატა გააყალბა: „ვენეციის კომისია ამბობს- ესაა კარგი ტექსტი. ამიტომ საკუთარი გაჯიუტებით ცდილობთ, შექმნათ კრიტიკის მიზეზი, რათა კონსესუსი არ უზრუნველყავით თქვენი არ მონაწილეობით“,-აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)