20:34 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-05 03:54:21, 2227 ნახვა

სამართალი
მოსამართლემ მამა გიორგი მამალაძე დამნაშავედ შორენა თეთრუაშვილის შურისძიებით მკვლელობის მომზადებაში სცნო

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მამა გიორგი მამალაძე შორენა თეთრუაშვილის ანგარებით მკვლელობის მომზადებაში გაამართლა და შურისძიებით მკვლელობის მომზადებაში სცნო დამნაშავედ.

ამის შესახებ ჟურნალისტებს მამა გიორგი მამალაძის სახაზინო ადვოკატმა პაატა მეხრიშვილმა განუცხადა.

ადვოკატის შეფასებით, მოსამართლის გადაწყვეტილება ალოგიკურია და საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან არ გამომდინარეობს.

„გაუგებარია, რა შურისძიება შეიძლება ამოძრავებდეს მამა გიორგი მამალაძეს შორენა თეთრუაშვილის მიმართ. დარწმუნებული ვარ, განაჩენში ეს დასაბუთება ვერ იქნება. არ მესმის, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მივიდა სასამართლო ამ გადაწყვეტილებამდე“, - აღნიშნა პაატა მეხრიშვილმა.

გარდა ამისა, მოსამართლემ მამა გიორგი მამალაძე იარაღის უკანონოდ შენახვაში დამნაშავედ ცნო, თუმცა ვინაიდან მან შთანთქმის პრინციპი გამოიყენა, საბოლოო ჯამში დეკანოზს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

პაატა მეხრიშვილის განცხადებით, განაჩენის დასაბუთების ჩაბარების შემდეგ, გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics