|
2017-09-04 07:20:55, 2713 ნახვა
მსოფლიო
ევროკომისია თურქეთის პოლიტიკით კვლავ უკმაყოფილოა
ევროკომისია თურქეთში პოლიტიკის გაუმჯობესებას ვერ ხედავს, - ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა ტოვე ერნსტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, ერნსტის თქმით, თურქეთში არსებულ ვითარებას ევროკავშირიც აკრიტიკებს. კრიტიკას ოფიციალური ანკარა პასუხობს და აცხადებს, რომ ევროკავშირი დადებულ პირობას არღვევს. ცნობისთვის, 2016 წლის მარტში ოფიციალურმა ანკარამ და ბრიუსელმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც თურქეთი მიგრანტებს თავშესაფრით უზრუნველყოფდა, ხოლო ევროკავშირი თურქეთს წევრის სტატუსს მიანიჭებდა. თურქეთმა პირობა ნაწილობრივ შეასრულა და მიგრანტთა ნაკადი მართლაც შემცირდა, თუმცა როგორც ევროკავშირში აცხადებენ, კიდევ ერთი მთავარი პირობა, პოლიტიკის შეცვლა იყო. კერძოდ კი, ევროკავშირი თურქეთში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ რთულ ვითარებას აკრიტიკებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)