22:43 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-04 02:12:12, 1923 ნახვა

კომენტარი
კვირიკაშვილი: დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოინდომებს, დაბრუნდეს და ფეხი მოიკიდოს იქ, სადაც მათი ფესვებია

„დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოინდომებს, დაბრუნდეს და ფეხი მოიკიდოს იქ, სადაც მათი ფესვებია“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამბროლაურში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მერობის კანდიდატების წარდგენაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან სასიხარულოა, რომ წელს პირველად,  დიდი ხნის განმავლობაში, ამბროლაურში შობადობამ სიკვდილიანობას გადააჭარბა.

„ სწორედ ეს არის ის, რაც ჩვენს სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს, რომ რეგიონებში დაბრუნდნენ ახალგაზრდები, მოიკიდონ ფეხი და შექმნან ძლიერი, წელგამართული ქართული ოჯახები იმისათვის, რომ საქართველო გაძლიერდეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამბროლაურის მერე აუცილებლად იქნება სხვა რაიონები ამ რეგიონის შემადგენელი და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოინდომებს, დაბრუნდეს და ფეხი მოიკიდოს იქ, სადაც მათი ფესვებია.
სწორ სივრცით დაგეგმარებას, რა თქმა უნდა, მოჰყვება ახალი ინვესტიციები, წარმოება, უფრო სწორად განვითარდება რეგიონები, მეტი ხალხი დასაქმდება და ოჯახებს შეექმნება მეტი შემოსავალი, რეგიონებში ცხოვრება გახდება მიმზიდველი. 
ჩვენ გავაგრძელებთ ყველა სახელმწიფო პროგრამას, რომლებითაც თქვენ აქამდე სარგებლობდით. ჩვენი ხელშეწყობა იქნება თანმიმდევრული, უწყვეტი და საიმედო და არაფერი არ დაემუქრება იმ უმნიშვნელოვანეს პროექტებს, რომლებიც სწორედ ამ განვითარების წყარო გახდა.
ეს რეგიონი, განსაკუთრებით რაჭა, წლების განმავლობაში, ხალხისგან იცლებოდა და როგორც უკვე მოგახსენეთ, დღეს გვაქვს ჩვენ დადებითი ტენდენცია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტენდენცია გავრცელდება ლეჩხუმშიც, ლენტეხშიც, რომელიც, სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში დაიცალა ახალგაზრდებისგან. მე დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ახალი შესაძლებლობები მეწარმეთათვის, მათ შორის დამწყები მეწარმეებისთვის აუცილებლად გამოიწვევს იმას, რომ ახალგაზრდები დაბრუნდებიან“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics