|
2017-09-02 08:34:53, 2297 ნახვა
კომენტარი
კვირიკაშვილი: ჩვენ გავიმარჯვებთ და ეს გამარჯვება იქნება თითოეული თქვენგანის გამარჯვება
„ყველა არჩევნებში თქვენ „ქართული ოცნების“ გვერდით იდექით და ჩვენ ეს ბრძოლა გამარჯვებით დავაგვირგვინეთ“, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, "ქართული ოცნების" პარტიის თავმჯდომარემ ქუთაისში შეკრებილ მოსახლეობას. პრემიერი დარწმუნებულია, რომ 21 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებში, მმართველი გუნდი გაიმარჯვებს. "მჯერა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც, 21 ოქტომბერს ჩვენს გვერდით იქნებით და მხარს დაუჭერთ "ქართულ ოცნებას". ჩვენ გავიმარჯვებთ და ეს გამარჯვება იქნება თითოეული თქვენგანის გამარჯვება", - განაცხადა კვირიკაშვილმა. ამასთან, პრემიერმა მხარდამჭერებს მმართველი გუნდის წინასაარჩევნო დაპირებები გააცნო: "ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ვგეგმავთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გასაფართოებლად. რაც კიდევ უფრო მეტად აისახება ეკონომიკაზე. შენდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზი და სადგური. უამრავი ჩვენი თანამოქალაქე და უცხოელი სტუმარი ისარგებლებს თანამედროვე ინფრასტრუქტურით და უზრუნველყოფილი იქნება კომფორტული და უსაფრთხო მგზავრობა. ეს კიდევ უფრო გაზრდის საქართველოში ტურისტულ პოტენციალს. ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ ლოგისტიკური მიმართულების განვითარება. დაგეგმილი გვაქვს ერთ-ერთი უმსხვილესი ლოგისტიკური ცენტრის აშენება, სწორედ ქუთაისის აეროპორტის მახლობლად, რაც გაზრდის ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკურ პოტენციალს. შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ამ მსხვილი ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება. ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება ქუთაისს შესძენს ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკური ცენტრის ფუნქციას. იმერეთს ექნება გაცილებით მეტი შესაძლებლობები, ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის, რაც პირდაპირ აისახება ხალხის მატერიალურ მდგომარეობაზე. ჩვენ უნდა ავაღორძინოთ ტრადიციული დარგები, ადგილობრივი წარმოება და ამაში ჩვენი მხარდაჭერის იმედი მინდა, რომ ყოველთვის გქონდეთ. ეს მოგვცემს საშუალებას განახლდეს ძველი საწარმოები და კიდევ უფრო მეტი ადამიანი დასაქმდეს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)