|
2017-09-02 03:38:00, 2246 ნახვა
სამართალი
ტაქსის მძღოლის დაყაჩაღებისათვის ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ტაქსის მძღოლის დაყაჩაღების ფაქტზე, ბრალდებულების მ.მ.–სა და შ. ჭ.–ს მიმართ და მათ აღკვეთის ღონისძიების სახედ შეუფარდა პატიმრობა, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" საქალაქო სასამართლოდან აცნობეს. სასამართლოს ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის ან ისეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ. "საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის 29 აგვისტოს, ბრალდებულებმა თითქოსდა ქალაქგარეთ გასვლის მიზნით, შეაჩერეს ტაქსი და ავტომობილში ჩასხდომის შემდგომ, მძღოლს დანის გამოყენებითა და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით, ფულადი თანხა და კუთვნილი ავტომანქანა მოსთხოვეს. სასამართლომ წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდგომ მიიჩნია, რომ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, როგორც ფორმალური, ისე ფაქტობრივი საფუძვლები. დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, არსებობდა ბრალდებულთა მიერ დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, ახალი დანაშაულის ჩადენის, გამოძიებისათვის ხელის შეშლისა და ბრალდებულთა მხრიდან მიმალვის საფრთხე. სასამართლომ ჩათვალა, რომ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება ვერ უზრუნველყოფდა აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევას. მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2017 წლის 16 ოქტომბერს 13:30 საათზე", - ნათვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)