|
2017-09-01 15:11:31, 2642 ნახვა
მსოფლიო
ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობის საქმეში ყოფილ პრეზიდენტ მუშარაფს ბრალი წაუყენეს
პაკისტანის ექს-პრეზიდენტის პერვეზ მუშარაფს ყოფილი პრემიერის, ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობის თანამონაწილეობაში ედება ბრალი. ამ დასკვნამდე მივიდა, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის პროკურატურა. ბრალის წარდგენის, შემდეგ ქვეყნის პროკურორმა ვრცლად ისაუბრა მკვლელობის გარემოებებზე. ამასთან, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოლიტიკოსი ქალის მკვლელობიდან 10 წლის შემდეგ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ პოლიციელებს, რომლებიც მკვლელობის ადგილზე კვალს შლიდნენ, გამოძიების ჩიხში შესაყვანად. 2008 წლის 18 აგვისტოს პრეზიდენტი მუშარაფი გადადგა სამთავრობო კოალიციის მხრიდან იმპიჩმენტის საშიშროების გამო. იგი ამჟამად საუდის არაბეთში იმყოფება. საკუთარი ქვეყნის პროკურატურის მძიმე ბრალდებას ყოფილი ლიდერი არ გამოხმაურებია. 2007 წლის 27 დეკემბერს ქალაქ რავალპინდში, ბენაზირ ბჰუტო გახდა ტერორისტული აქტის მსხვერპლი, სადაც თავისი მომხრეების წინაშე მიტინგზე გამოდიოდა. ბჰუტომ სასიკვდილო ჭრილობა მიიღო. მოგვიანებით იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)