|
2015-04-27 14:17:55, 593 ნახვა
საზოგადოება
MIA FORCE ძარიანი ავტომობილებით ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს
სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე და სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსი სპორტული კლუბის MIA FORCE-ის პრეზიდენტსა და მრბოლელ დათა ქაჯაის შეხვდნენ. შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ევროპის ჩემპიონატზე ქართველი სპორტსმენის მონაწილეობის დეტალები განიხილეს. მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბის მრბოლელი ძარიანი ავტომობილებით ევროპის ჩემპიონატში (ETCC) მონაწილეობას მიიღებს, რაც ქართული ავტოსპორტის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა. დათა ქაჯაია პროფესიონალურ TC2T კლასში იასპარეზებს. ჩემპიონატის ფარგლებში კლუბის MIA FORCE-ის პარტნიორი ცნობილი გერმანული გუნდი Engstler Motorsport-ია, რომელის ავტომობილის პილოტი დათა ქაჯაია იქნება. ქართველი სპორტსმენისთვის სათანადო მომსახურების უზრუნველსაყოფად გერმანული გუნდის ეკიპაჟი სრულ მზადყოფნაშია. ჩემპიონატი 6 ეტაპად გაიმართება. ტურნირს უნგრეთის, სლოვაკეთის, საფრანგეთის, ჩეხეთის, ბელგიისა და იტალიის ავტოდრომები უმასპინძლებენ. ჩეპიონატის პირველი ეტაპი 2-3 მაისს ჩატარდება და „ევროსპორტის“ რამდენიმე არხი პირდაპირ ტრანსლაციას განახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)