|
2017-08-31 02:07:44, 2058 ნახვა
კომენტარი
კვირიკაშვილი: მე, როგორც ქვეყნის პრემიერს, არ მაქვს უფლება, რეზერვში არ მქონდეს ყველა შესაძლო საშუალება მობილიზებული
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, რუსეთის შესაძლო ჩართულობასთან დაკავშირებით, უამრავი სპეკულაცია მოისმინეს, რაც სამარცხვინოა. კვირიკაშვილის განმარტებით, მას, როგორც ქვეყნის პრემიერს, არ ჰქონდა უფლება, რეზერვში ყველა შესაძლო საშუალება მობილიზებული არ ყოფილიყო. „უამრავი სპეკულაცია მოვისმინეთ რუსეთის შესაძლო ჩართულობასთან დაკავშირებით და არ მინდა მწვავე გამოთქმები გამოვიყენო, მაგრამ სამარცხვინოა ეს. ჩვენთვის არის უპირველესი ჩვენი მოსახლეობის ინტერესების დაცვა და მე, როგორც ქვეყნის პრემიერს, არ მაქვს უფლება, რომ რეზერვში არ მქონდეს ყველა შესაძლო საშუალება და საშიშროება იმის, რომ სტიქიას უფრო მეტი მასშტაბი მისცემოდა, იყო აბსოლუტურად რეალური. განსაკუთრებით, ეს იყო ოთხშაბათის შუადღე, როდესაც ქარმა პრაქტიკულად იმავე მასშტაბით გააღვივა ცეცხლი, რაც გვქონდა სტიქიის დასაწყისში. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს თანამოქალაქეებს ვუთხრა, რომ მათ სათანადოდ შეაფასონ ასეთი ტიპის გამოსვლები. მთავრობას გააჩნია გაცილებით უფრო მაღალი პასუხისმგებლობა თითოეული ჩვენი მოქალაქის მიმართ და ჩვენ ღირსეულად მოვიქცევით ყველა ასეთ შემთხვევაში და ჩვენს მანდატს ღირსეულად აღვასრულებთ. ამაზე მეტი საუბარი არ ღირს. შესაბამისი კომენტარები გაკეთდა, ჩვენ არაფერი არ გვაქვს თავს სამართლებელი. რა თქმა უნდა, ემოციები ასეთ დროს ყველას აქვს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ არის სიტუაციები, როდესაც უნდა დავძლიოთ ასეთი ემოციები და გაერთიანებით შევუტიოთ ასეთ გამოწვევას. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის უდიდესი ნაწილი იყო გაერთიანებული, როგორც ემოციურად ასევე ფიზიკურად”,-აღნიშნა პრემიერმა. მან კიდევ ერთხელ მეზობელ ქვეყნებს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა: „მადლობა ჩვენ მეზობელ ქვეყნებს, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა წაღვერის სტიქიის დაძლევაში, ეს არის თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი. მაგრამ ერთი რამ გამოჩნდა, რომ რაოდენ კარგად უნდა იყოს ერთი კონკრეტული ქვეყანა მომზადებული ასეთი სტიქიისთვის, რა თქმა უნდა, რეგიონული ჩართულობა არის აუციელებლი”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)