|
2017-08-29 02:13:30, 2682 ნახვა
მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეამ მორიგი რაკეტა გამოსცადა, რომელიც იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოსთან, ზღვაში ჩავარდა
ჩრდილოეთ კორეამ მორიგი რაკეტა გამოსცადა, რომელიც იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოს გასცდა და ზღვაში ჩავარდა, - ამის შესახებ BBC იაპონიის მთავრობაზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, იაპონიამ რაკეტის ჩამოგდებისთვის არაფერი მოიმოქმედა. იაპონური პრესა წერს, რომ ჩამოვარდნამდე რაკეტა 3 ნაწილად დაიშალა და 2700 კილომეტრის მანძილი დაფარა. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ განაცხადა, რომ მთავრობა მოქალაქეების დასაცავად ყველა შესაძლო ზომას მიმართავს. მინისტრთა კაბინეტის მთავარი მდივანის იოსიჰიდე სუგას თქმით, ფხენიანის მიერ რაკეტის გამოცდა უპრეცედენტო, სერიოზული საფრთხეა. მისივე თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა ფხენიანს უპასუხონ. ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგეი რიაბკოვის განცხადებით, ისინი იაპონიასა და მის მოკავშირეებს მოსთხოვენ, გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართოს. „უკვე ყველასთვის აშკარაა, რომ ჩრდილოეთ კორეაზე სანქციებით ზეწოლის რესურსი ამოწურულია“ , -აღნიშნა რიაბკოვმა. ცნობისთვის, შაბათს ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ სანაპიროსთან ერთდროულად სამი რაკეტა გამოსცადა. ბოლოს ჩრდილოკორეული რაკეტა იაპონიის ტერიტორიას 2009 წელს გადააფრინდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)