|
2017-08-27 03:46:21, 2511 ნახვა
სამართალი
სენაკში სამხედრო ნაწილის საცოხვრებელის მიმდებარედ ბანკომატის ქურდობის მცდელობისთვის ძებნილი დაკავებულია
მიმდინარე წლის 24 მაისს, სენაკში დისლოცირებული სამხედრო ნაწილის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სს "საქართველოს ბანკი"-ს ბანკომატის ქურდობის მცდელობის ფაქტზე ძებნილი თ.შ. დაკავებულია. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს: „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ აღნიშნული დანაშაულისთვის ერთი პირი მ.წ. 2017 წლის 17 აგვისტოს დააკავეს, ხოლო თანამზრახველზე თ.შ.-ზე გამოცხადებული იყო ძებნა. გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ძებნილი პირი თ.შ. საზღვრის პირა ერთ-ერთ სოფელში იმ დროს დაკაავეს, როდესაც ის მიმალვაში იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ მ.წ.-ს და თ.შ.-ს (დაუსწრებლად) ჩადენილი დანაშაულისათვის წარედგინათ ბრალდება, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებულს 19 აგვისტოს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა - პატიმრობა. მოპოვებული მტკიცებულებებისა და საქმეზე გამოვლენილი ახალი გარემოებების დადგენის შემდეგ, დაკავებულებს აღნიშნული დანაშაულისათვის 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ“,-ნათქვამია უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)