18:19 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-17 21:26:43, 2505 ნახვა

მსოფლიო
ბარსელონას ტერაქტში ეჭვმიტანილების კუთვნილი მეორე მიკროავტობუსი ქალაქის შემოგარენში იპოვეს

მეორე მიკროავტობუსი ბარსელონას შემოგარენში იპოვნეს, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, პოლიციამ ავტომობილში ესპანური პასპორტი აღმოაჩნა.

ცნობისთვის, მანამდე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბარსელონაში მომხდარ ტერაქტი ორი მმიკროავტობუსი მონაწილეობდა. კერძოდ კი, ერთი ხალში შეიჭრა, მეორე ავტომობილით კი, ეჭვმიტანილები  მიიმალნენ.

გარდა ამისა, პოლიცია მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს, რომ ტერაქტის ამსახველი ვიდეოკადრები არ გაავრცელონ.

France Press-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი შეიარაღებული ეჭვმიტანილი მიმდებარე ტერიტორიაზე, ბარში მიიმალა.

მედია საშუალებებით ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია გარდაცვლილთა შესახებ.

BBC-ის ცნობით, დაღუპულია სულ მცირე 2 ადამიანი. სააგენტო Reuters-ი წერს, რომ ტერაქტს 13 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო AFP-ის ინფორმაციით დაიღუპა 4 ადამიანი.

შეგასენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ბარსელონაში, ერთ-ერთ ტურისტულ რაიონში მიკროავტობუსი ხალხში შევარდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics