|
2017-08-15 14:15:25, 3930 ნახვა
სამართალი საზოგადოება
„ხმაურის შესახებ კანონი“ ძალაში შევიდა - ხმაურის შემთხვევაში მოქალაქემ 112-ში უნდა დარეკოს
"ხმაურის შესახებ კანონი" ძალაში დღეიდან შევიდა. კერძოდ კი, ”ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” განხორციელებული ცვლილებების თანახმად, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება და ღამის საათებში პიროტექნიკის გამოყენება ადმინისტრაციული წესით დასჯადი გახდა. დარღვევის შემთხვევაში პირველ ჯერზე ფიზიკური და იურიდიული პირის გაფრთხილება მოხდება, ხოლო შემდეგ შემთხვევაში მათ ჯარიმა დაეკისრებათ- ფიზიკურ პირს 150, იურიდიულ პირს 500 ლარის ოდენობით. ერთი წლის განმავლობაში შემთხვევის განმეორება სანქციის გაორმაგებას ითვალისწინებს და შესაბამისად 300 და 1000 ლარი გახდება. რაც შეეხება პიროტექნიკას, მისი გამოყენება კანონით არის დადგენილი და მისი გამოყენება არ იზღუდება 31 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, 13 იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით, ასევე 9 აპრილსა და 26 მაისს. ამასთან, გამოყენების შემთხვევაში გაფრთხილება არ არსებობს და პირი თავიდანვე დაჯარიმდება. ხმაურის შემთხვევაში მოქალაქემ 112 უნდა დარეკოს. თავდაპირველად კანონის აღსრულების ვალდებულება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრება. პარლამენტმა ხმაურის შესახებ კანონი 28 ივნისს დაამტკიცა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)