16:42 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-25 09:31:16, 707 ნახვა

საზოგადოება
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედროს გიორგი ჯანელიძის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს.

ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნათესავები და მეგობრები დახვდნენ.

სამშობლოში ჩამოსვენებამდე გიორგი ჯანელიძეს სამოქალაქო პატივი კიევის ცენტრში მიაგეს.

სამგლოვიარო ცერემონიას კიევში  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, დაღუპული სამხედროს თანამებრძოლები და უკრაინის მოქალაქეები ესწრებოდნენ. სამოქალაქო პანაშვიდზე კიევში დაღუპული ქართველი სამხედროს მეუღლეც იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, ქართველი სამხედრო გიორგი ჯანელიძე საბრძოლო მოქმედებების შედეგად შიროკინოში რამდენიმე დღის წინ  დაიღუპა. ის ბატალიონ „აზოვში“ მსახურობდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
ივანკა ტრამპზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით ირანის IRGC-ს გაწვრთნილი ტერორისტი დააკავეს
სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ლევან ახობაძეს პატიმრობა შეეფარდა
სუს-ის თანამშრომელი საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics