19:04 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-13 10:42:06, 2524 ნახვა

სამართალი
აშშ-ში მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენმა პოლიციელებმა 3 ოქროს და 6 ვერცხლის მედალი მოიპოვეს

აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში, „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა 2017“-ში მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენმა პოლიციელებმა ოლიმპიადის პირველივე დღეებში 3 ოქროს და 6 ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, თავისუფალი სტილით მოჭიდავე იოსებ ხუციშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.

უწყების ცნობით,  მან 86 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა, ფინალურ ორთაბრძოლაში რუს მოჭიდავეს სძლია და პირველი ადგილი დაიკავა.

 ასევე, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ისაპარეზა ლუკა კურტანიძემ 125 კგ წონით კატეგორიაში და ბელდუხ გავაშელიშვილმა 97 კგ წონით კატეგორიაში, ორივე მათგანმა პირველი ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვა.

ძიუდოისტმა ნოდარ მჭედლიშვილმა 90 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი აიღო. 100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ალექსი დავითაშვილმა, ასევე, ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მოცურავე გიორგი ბერძენიშვილმა ოლიმპიადაზე სხვადასხვა სტილით ცურვაში მიიღო მონაწილეობა და 4 ვერცხლის მედალი აიღო.

„მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა 2017“ - ში შს სამინისტროს 12 თანამშრომელი სპორტის 7 სახეობაში ასპარეზობს. ოლიმპიადა 16 აგვისტოს დასრულდება.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
კობახიძე - გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის და ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5000 კაცი გამოდის, წარმატებაა
მათში გამჯდარია და გარანტია აქვთ დაუსჯელობის სინდრომის - სამუშია პოლიციელებზე
კობახიძე: ვნახე კადრები, შესაბამის უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics