17:34 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-11 17:43:37, 2772 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში ISIS-ის წევრობის ბრალდებით დაკავებულ რუსეთის მოქალაქეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

თურქეთში დაკავებულ რუსეთის მოქალაქეს, რომელიც შესაძლოა "ისლამურ სახელმწიფოსთან" იყოს კავშირში, 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, - ამის შესახებ თურქული გამოცემა Sabah-ი იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, გარდა ტერორისტულ დაჯგუფებასთან შესაძლო კავშირისა, ბაკიევს ტერაქტის მოწყობის დაგეგმვას ედავებიან. კერძოდ კი, გავრცელებული ცნობით, მამაკაცი დრონის მეშვეობით ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ვერტმფრენის ჩამოგდებას აპირებდა.

თურქული მედია წერს, რომ ეს არ არის ბაკიევის პირველი დაკავება. მანამდე, ის თურქეთ-სირიის საზღვარზე დააკავეს და დაადეპორტეს, რის შემდეგაც მას თურქეთის ტერიტორიაზე შემოსვლა ეკრძალებოდა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე რენატ ბაკიევი გუშინ დააკავეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics