|
2017-08-10 14:18:16, 2627 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ციხელაშვილი: გავრცელდა მინიშნებები, რომ არსებობს განზრახვა, ახალგორში ქართული სკოლები რუსულ სწავლებაზე გადავიდეს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გავრცელდა მინიშნებები იმის თაობაზე, რომ არსებობს განზრახვა, ახალგორის რაიონში ქართული სკოლები რუსულ სწავლებაზე გადავიდეს. ციხელაშვილის შეფასებით, როგორც ჩანს, რუსიფიკაციის პოლიტიკის შემდგომი ნაბიჯის გადადგმა იგეგმება, რაც ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაციაა. „თქვენ იცით, რომ გალის რაიონში სამწუხაროდ და საუბედუროდ წლების განმავლობაში მიზანმიმართულად მიმდინარეობს პოლიტიკა, რომ ქართულ მოსახლეობაზე გავრცელდეს ზეწოლა, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია. ეს გამოიხატება სწორედ პირველ რიგში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის შეზღუდვით. ახლა ანალოგიური პოლიტიკის განხორციელება, როგორც ჩანს, არის გეგმაში ცხინვალის რეგიონის მიმართულებითაც, რაც არის აბსოლუტურად უკანონო, მიუღებელი ნაბიჯი თუ ეს განხორციელდება, ეს არის ცალსახად დისკრიმინაცია ქართველი მოსახლეობის, რომელიც ისედაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში ცხოვრობს, აბსოლუტურად მიუღებელი საქართველოს ხელისუფლებისთვის და აბსოლუტურად მიუღებელი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, ჩვენი პარტნიორებისათვის, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ჩართული აქტორებისათვის, რომლებიც ძალიან ცალსახად აფიქსირებენ პოზიციას, რომ აუცილებელია მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა. ჩვენთვის ეს საკითხი არის და იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი ყველა ფორუმში კიდევ უფრო აქტიურად იმისათვის, რომ დავიცვათ ადგილობრივი მოსახლეობის უფლებები, დავიცვათ ისინი დისკრიმინაციისგან, დავიცვათ ისინი რუსიფიკაციისგან და უზრუნველყოფილი იქნას მათი ფუნდამენტური უფლებები. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ აუცილებელია ამ რეგიონებში წვდომა იქნას უზრუნველყოფილი საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმებისათვის, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმებისათვის, რათა ამ ადამიანების მდგომარეობა გაუმჯობესდეს და არ მოხდეს პირიქით. ჩვენთვის ეს საკითხი ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული საკითხია და შედეგების მიღწევამდე იქნება მთავარი თემა“,-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)