|
2017-08-08 17:23:29, 849 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა აგვისტოს ომში დაღუპულ მეომრებს პატივი მიაგეს
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და მინისტრის მოადგილეებმა, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მეომრებს პატივის მიაგეს. სამინისტროს წარმომადგენლებმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარესთან, ბათუმის მერთან, მთავრობისა და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლებთან, ასევე აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებთან ერთად რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა სკვერში შეიკრიბნენ და მემორიალი გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა სკვერის რეაბილიტაცია წელს დაიწყო. ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 5.4 მ. სიმაღლის მემორიალი აღიმართა. რაც შეეხება სკვერის რეაბილიტაციას, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, შეიცვალა დეკორატიული ფილები, განთავსდა მოსასვენებელი სკამები, დამონტაჟდა გარე განათება და განხორციელდა გამწვანებითი სამუშაოები. სამომავლოდ იგეგმება წყლის დასალევი შადრევანის მონტაჟიც. რუსეთ-საქართველოს შორის კონფლიქტს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 - სამხედრო პირი და 14 პოლიციელი შეეწირა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)