|
2017-08-08 11:35:19, 2606 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
გიორგი მარგველაშვილი: მოგონილი საზღვრები ჩვენი ქვეყნის მთლიანობას და ურყეობას ვერ გაყოფს
„დღეს, როცა რუსეთის პრეზიდენტი ჩადის ოკუპირებულ აფხაზეთში, ეს არის ფუჭი და უშედეგო მცდელობა, რაიმენაირად მოხდეს ლეგიტიმაცია ისტორიული უსამართლობის“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც 2008 წელს, აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას პატივი მიაგო და მათი საფლავები გვირგვინით შეამკო. მარგველაშვილის თქმით, ვლადიმერ პუტინის მიზანია, რაიმენაირად გამართლდეს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია და შემდეგ ერთიანი სახელმწიფოს დაშლის გადაწყვეტილება: „ამ მცდელობის პასუხად მე მინდა ვთქვა, რომ არასოდეს არც ერთი ქართველი არ ცნობს არანაირ ხელოვნურ მავთულხლართებს, თხრილებს, მოგონილი საზღვრები არ გაყოფს მთლიანობას და ურყეობას ჩვენი ქვეყნის. ჩვენ არაერთხელ გაგვივლია ეს გზა, საქართველო ყოველთვის გამოსულა გამარჯვებული. ჩვენი სახელმწიფოებრიობა უძლიერეს იმპერიებს ვერ შეურყევია, არანაირი ახალი რეალობა, ან ახალი გამართლება ამ ჭეშმარიტებას არ შეცვლის. 2008 წელს კიარა 1921 წელს მთლიანი საქართველო გადაუფორმეს ქართველმა ბოლშევიკებმა საბჭოთა კავშირს და ორჯონიკიძეები ამა ქვეყნისა ზეიმობდნენ თბილისზე წითელი დროშის აღმართვას, მაგრამ მათ ვერ გატეხეს ქართველი ხალხი. ჩვენ მაინც მივაღწიეთ ბოლოს დამოუკიდებლობას. მინდა, ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს დევნილ მოსახლეობას, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დაბრუნება არის ჩვენს სიმტკიცეში და ურყეობაში. არაფრის დიდებით არ შეიძლება აყოლა რაიმე იდეაზე, თითქოს საქართველო რაიმე ფორმით გაყოფილი, ან დაქუცმაცებულია. საქართველო არის მთლიანი და ურყევი. ეს იქნება ასე და ამით ჩვენ მივაღწევთ ჩვენი ტერიტორიების დაბრუნებას“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)