02:18 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-24 11:52:28, 408 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ალექსანდრ ლუკაშენკოს არავითარი გზავნილი არ ჩამოუტანია

„ალექსანდრ ლუკაშენკოს საქართველოში არავითარი გზავნილი არ ჩამოუტანია“, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ბელარუსის პრეზიდენტმა რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების კუთხით საქართველოში გზავნილი ჩამოიტანა.

პრემიერის შეფასებით, ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტი იყო მეგობრული, რამაც საფუძველი ჩაუყარა საქართველო-ბელარუსის ხალხებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას.

„ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტი იყო ნამდვილად წარმატებული. ეს იყო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის პირველი ოფიციალური ვიზიტი, იგი საქართველოში მანამდე არ ყოფილა. ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან კარგად იყო ორგანიზებული და ეს ვიზიტი მართლაც წარმატებული იყო. აქვე მედიაშია გაისმა რაღაც კითხვები და სპეკულაციები დაიწყო. არავითარი დაფარული ჩვენ არ გვქონია. ლუკაშენკოს გზავნილი არ ჩამოუტანია. ყველაფერი იყო გამჭვირვალე და საჯარო. ეს იყო ძალიან კარგი, მეგობრული ვიზიტი. მიმაჩნია, რომ საფუძველი ჩაეყარა ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics