|
2017-08-01 11:30:15, 729 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ბათუმის ბულვარში ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალს დაესწრო
ბათუმის ბულვარის კოლონადებთან დღეს საღამოს ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან და ქალაქის მერთან გიორგი ერმაკოვთან ერთად დაესწრო. ტურისტების სიმრავლით გამორჩეულ ზღვისპირა ბულვარში ბათუმში მცხოვრები 7 ქვეყნის წარმომადგენლები ტრადიციული სამოსით, ქვეყნებისთვის დამახასიათებელი კერძებით წარსდგნენ. ასევე გამოიფინა ფოტოები და ხელნაკეთი ნივთები. ზურაბ პატარაძემ აღნიშნული ფესტივალი დადებით სიახლედ შეაფასა, მისი თქმით, მულტიკულტურული ბათუმი არის ის სიმდიდრე, რომლითაც ამაყობს ჩვენი რეგიონი: "სწორედ ასეთი მრავალფეროვანი ბათუმი და მსგავსი კულტურული ღონისძიებები უწყობს ხელს რეგიონში ტურიზმის განვითარებას, რაც ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი პრიორიტეტია".
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)