20:41 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-28 15:39:14, 836 ნახვა

სამხედრო
სერჟანტთა მომზადების ცენტრში დრილ სერჟანტის კურსი დასრულდა

კოჯორში გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში დრილ სერჟანტის 5 კვირიანი კურსი დასრულდა.

თვადცვის სამინისტროს ინფორმაციით,  კურსის დასრულების ცერემონიალს წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე დაესწრო. 

მათივე ინფორმაციით, ღონისძიების დასასრულს სამხედროებმა დრილ სერჟანტის კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები მიიღეს.

აღნიშნული კურსი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში პირველად განხორციელდა. 

დრილ სერჟანტების მთავარი ამოცანა საქართველოს შეიარაღებული ძალების რეკრუტთა პირადი შემადგენლობის გაწვრთნა და პროფესიონალ სამხედრო მოსამსახურეებად ჩამოყალიბება იქნება.

 აღნიშნული კურსი, საქართველოს შეიარაღებული ძალების უმცროს სერჟანტთა შემადგენლობისთვის პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს.

დრილ სერჟანტთა კურსი 9 მსმენელმა დაასრულა. 5-კვირიან სასწავლო პროგრამაში მონაწილე პირადი შემადგენლობა თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებს საკლასო და საველე პირობებში გადიოდა. 

სამხედროებმა საცეცხლე და სამედიცინო მომზადება, კავშირგაბმულობა, სხვადასხვა სახის დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა და სხვა სამხედრო დისციპლინები გაიარეს.

კურსის მსმენელებს აშშ-ში დრილ სერჟანტთა აკადემიის „ფორტ ჯექსონის“ აკადემიის კურსდამთავრებული ქართველი ინსტრუქტორები ამზადებდნენ.

(NS) 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics