|
2017-07-27 18:15:16, 875 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ჰიპერმარკეტ "კარფურის" ტექნიკურ გახსნას დაესწრო
ჰიპერმარკეტების საერთაშორისო ბრენდის „კარფურის" ტექნიკურ გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ რამაზ ბოლქვაძესთან და „ვისოლი ჯგუფის" პრეზიდენტ სოსო ფხაკაძესთან ერთად დაესწრო. „კარფურ ჯორჯიამ" ფილიალი ბათუმში ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე გახსნა. საერთაშორისო ბრენდის სუპერმარკეტ „კარფურთან" ერთად დღეს ამერიკული რესტორნები „ვენდის" და „დანკინ დონატსი" გაიხსნა. უახლოეს მომავალში ცენტრს რამდენიმე ობიექტი შეემატება, რის შემდეგაც ტურისტულ ქალაქში ახალი სავაჭრო ცენტრის ოფიციალური გახსნა გაიმართება. „ვისოლ ჯგუფის" მიერ ბათუმში ახალგახსნილი რესტორნები ქართულ ბაზარზე „ვენდის" მე-10, ხოლო „დანკინ დონატსის" მე-19 ობიექტია. ამ ეტაპზე ცენტრში 200-მდე ადამიანია დასაქმებული და ეს რაოდენობა სამომავლოდ სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდის მაღაზიების გახსნის შემდეგ გაიზრდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)