|
2015-04-23 16:42:38, 381 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ ხაბაძე ირანის გენერალურ კონსულს აჰმად რეზა არზჯანის შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ქ. ბათუმში აჰმად რეზა არზჯანის შეხვდა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა კონსულის დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით გაიმართა. არჩილ ხაბაძემ და აჰმად რეზა არზჯანიმ ირანისა და აჭარის ერთობლივად განხორციელებული პროგრამები და პროექტები განიხილეს, ასევე საუბარი შეეხო ირანისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებას. აჰმად რეზა არზჯანი დიპლომატიურ მისიას აჭარაში 2010 წლიდან ასრულებს. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული პერიოდიდან ირანთან თანამშრომლობით აჭარაში განხორციელდა პროექტები ეკონომიკის, ბიზნესის, ტურიზმის და სოფლის მეურნეობისა სფეროებში. „შეხვედრაზე შევაჯამეთ განვლილი 3 წელი. აღვნიშნეთ, რომ ბევრი რამ გაკეთდა ამ პერიოდის მანძილზე და დაწყებულია გარკვეული პროექტის განხორციელება. ასევე, შეხვედრისას შევეხეთ რეგიონებს შორის ურთიერთობას. მიმაჩნია, რომ საინტერესო იქნება ახლო მომავალში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ირანის რომელიმე რეგიონთან დამეგობრება. ახალ კონსულთან გავაგრძელებთ აქტიურად მუშაობას და დაწყებულ საქმიანობას. ბატონი კონსულის მოღვაწეობა და ჩვენი ურთიერთობა პოზიტიური გახლდათ“, - განაცხადა არჩილ ხაბაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ. „40 წლიანი პაუზის შემდეგ, 4 წლის წინ, მოხდა საკონსულოს აღდგენა. მას შემდეგ ვმოღვაწეობ აჭარაში და ჩემი მისია დასრულებულია. სწორედ ამიტომ ბატონ არჩილს გამოსამშვიდობებლად შევხვდი. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობები და თანამშრომლობა ვითარდება და ღრმავდება“, - აღნიშნა აჰმად რეზა არზჯანიმ.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)