|
2017-07-26 14:03:01, 700 ნახვა
რეგიონი
ზაალ მიქელაძე სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა რესოციალიზაციის პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, „სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა რესოციალიზაცია“ სახელმწიფო პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა. სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი, დეპარტამენტის ხელმძღვანელები ირაკლი კოკაია, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი, სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტის უფროსი დალი ქიქავა და წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი - ბათუმის ხელმძღვანელი ნანა გორგილაძე. პროგრამას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო აფინანსებს. პროგრამა - „სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა რესოციალიზაცია“, აჭარა-გურიაში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი-ბათუმი“-ს მიერ ხორციელდება. პროგრამის მიზანია, სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქეების ისეთი სერვისებით უზრუნველყოფა, რომელიც ხელს შეუწყობს მათ გრძელვადიან და მდგრად რეინტეგრაციას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)