17:22 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-21 19:39:31, 2727 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ჯანელიძე: რუსულ პროვოკაციებს არ უნდა ავყვეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ოკუპანტის ქმედებებზე ხმა არ უნდა ამოვიღოთ

„რუსულ პროვოკაციებს არ უნდა ავყვეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა დავნებდეთ და ხმა არ უნდა ამოვიღოთ ყველა მათ ქმედებაზე“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სოფელ ყარაფილასთან საოკუპაციო ძალების მიერ ხნულების გავლების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრმა მომხდარს მორიგი პროვოკაცია უწოდა:

„ამ ფაქტს ისევე, როგორც ყველა წინა ფაქტებს, რა თქმა უნდა, ვაძლევთ ძალიან მკაცრ შეფასებას. ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რომ ეს პროცესი შეჩერდეს, ეს პროვოკაციული ქმედებები შეჩერდეს. პირველ რიგში, ეს არის პროვოკაცია და მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ჩვენ მოვახერხოთ ამ პროვოკაციული ქმედებების შეჩერება. ეს არის სწორედ ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ აქტიურად განვახორციელებთ. ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო მხარდაჭერა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებები უმკაცრესად არის დაგმობილი. ჩვენ არ უნდა ავყვეთ რუსულ პროვოკაციებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა დავნებდეთ და ხმა არ ამოვიღოთ ყველა იმ ქმედებაზე, რომელიც ხორციელდება ოკუპანტის მიერ“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

შეგახსენებთ, ოკუპანტებმა სოფელ ყარაფილასთან ხნული გაავლეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics