17:22 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-19 20:11:36, 2763 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კახა კალაძე: მეამაყება, რომ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი მსოფლიო ხუთეულში შედის

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე პროექტ „ენგურჰესი - მსოფლიო დონის ატრაქციის“ მნიშვნელობას აფასებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს პროექტი საბჭოთა ეპოქაში განხორციელდა, ენგურის ჰიდროელექტროსადგური ნიკო ნიკოლაძესთან, პროგრესულ, განვითარებულ საქართველოსთან ასოცირდება და მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, მეამაყება, რომ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი სიდიდით მსოფლიო ხუთეულში შედის. ახალი პროექტი ნამდვილად საინტერესოა, რომლის განხორციელებასაც მთავრობა- ენერგეტიკისა და კულტურის სამინისტროები ერთად გეგმავენ. ეს არის ტურისტული ზონის მოწყობა ენგურის კაშხალზე, რომლისთვისაც დაახლოებით, 15 მლნ ევრო დაიხარჯება“, - განაცხადა კახა კალაძემ ენგურჰესის.

მისი თქმით, დარგის განვითარება გაგრძელდება, რადგან მსგავსი პროექტები ქვეყნის ეკონომიკისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის მნიშვნელოვანია.

„მნიშვნელოვანია, რომ სამეგრელოსთვის ეს იქნება ახალი სიცოცხლე და ტურისტებისთვის შესაძლებლობები, რომ ულამაზესი ადგილი ნახონ. მივესალმები მსგავსი პროექტების განხორციელებას. დარწმუნებული ვარ, რომ დარგის განვითარება გაგრძელდება, რადგან ეს ქვეყნისთვის, ეკონომიკის განვითარებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს”  თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე პროექტ - „ენგურჰესი - მსოფლიო დონის ატრაქცია“ პრეზენტაციას დაესწრო და ღონისძიების ადგილიდან ვიდეომიმართვა გაავრცელა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics