17:22 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-19 13:16:36, 2814 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მარგველაშვილი პოროშენკოს: ჩვენს სახელმწიფოებში ოკუპაციის ხაზები დაინგრევა

„არც ქართველები, არც უკრაინელები არასდროს არ გამტყდარან, მათ აქვთ ძალიან დიდი სიმტკიცე და ასეთი ოკუპაციის ხაზები ორივე ქვეყანაში დაინგრევა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ხურვალეთში განაცხადა.

მარგველაშვილი უკრაინის პრეზიდენტთან, პეტრო პოროშენკოსთან ერთად, დღეს საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნო.

„დღეს ოკუპაციის ხაზთან ვიმყოებით ორი ქვეყნის პრეზიდენტი, ორი ამაყი ხალხის პრეზიდენტი, რომლებიც არ ეგუებიან რუსეთის აგრესიას და იმ ცინიზმს, რომლითაც რუსი სამხედროები ცდილობენ გატეხონ ჩვენი სიმტკიცე და მორალი. მაგრამ, არც ქართველები, არც უკრაინელები არასდროს არ გამტყდარან, მათ აქვთ ძალიან დიდი სიმტკიცე და ასეთი ოკუპაციის ხაზები ორივე ქვეყანაში დაინგრევა. ჩვენი სახელმწიფოები იქნებიან ისეთივე სუვერენულები, ისეთივე დამოუკიდებლები, როგორც ამას აღიარებს ყველა სახელმწიფო მსოფლიოში, რუსეთის გარდა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics