|
2017-07-18 15:32:41, 2849 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პოროშენკო: უკრაინელებისთვის არ არის უფრო ახლო ერი, ვიდრე ჩვენი ძმები - ქართველები
“მე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ არ არის უფრო ახლო ერი უკრაინელებისთვის ვიდრე ჩვენი ძმები - ქართველები“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველო-უკრაინის ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პოროშენკომ აღნიშნა, მას ძალიან უხარია, როცა კიევის ქუჩებში ქართველი მეწარმეების და ტურისტების დიდ რაოდენობას ხედავს. “დღეს ჩვენ თბილისში გვყავს უკრაინელი მეწარმეების და ტურისტების დიდი რაოდენობა, რაც ნიშნავს რომ საქართველოსა და უკრაინას სტრატეგიული პარტნიორობა აქვს. სამწუხაროდ საქართველოსა და უკრაინის ლიდერები არც ისე ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს, იმიტომ, რომ უკრაინის პრეზიდენტის სახელწიფოს საქართველოში ვიზიტი გაიმართა 22 წლის წინ 1995 წელს, მაგრამ ახლა მაქვს ახალი ამბავი, რომ ჩვენ ხშირი კონტაქტები გვექნება და ამ წლის შემოდგომაზე ჩვენ ველოდებით საქართველოს მთავრობის ვიზიტს ბატონი გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით“,-განაცხადა პოროშენკომ.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)