|
2017-07-17 15:27:57, 2852 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ვაშაძე: ხელისუფლებას როცა უჭირს, არ შეიძლება სოფლის ხმები დაამატოს ქალაქებს და გარანტირებული მოგება ჩაიწეროს
„ხელისუფლებას რომ უჭირს ქალაქებში, არ შეიძლება ამისთვის სოფლის ხმები დაამატოს ქალაქებს და არჩევნების გარანტირებული მოგება ჩაიწეროს“,-ამის შესახებ სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებთან შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა. „არ შეიძლება როცა ქალაქებში უჭირს ხელისუფლებას, ამისათვის სოფლის ხმები დაამატოს ქალაქებს და უბრალოდ თავისთვის, არჩევნების გარანტირებული მოგება ჩაიწეროს. ეს არის სიმართლე. ამ ყველაფერს რეალურად აკეთებენ იმისთვის, რომ ქალაქებში მათ უჭირთ და ფიქრობენ, რომ სოფლის ხმებით გადატეხავენ ქალაქებში შემავალი ამომრჩევლების განწყობებს და გარანტირებული ექნებათ გამარჯვება თელავში, ზუგდიდში, ოზურგეთში თუ ნებისმიერ სხვა რაიონში“,-განაცხადა ვაშაძემ. აღნიშნულთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ბარამიძემაც ისაუბრა. მისი თქმით, თვითმმართველი ქალაქების სტატუსის გაუქმება უკან გადადგმული ნაბიჯია. „ის რომ თვითმმართველმა ქალაქებმა შეძლეს მიეღოთ თვითმართველობა და საზოგადოებას ჰქონდა საშუალება აერჩიათ მისი მერები და თვითონ განესაზღვრა ქალაქები თავისი ბედი, და ახლა ამას ართმევენ, ეს რა თქმა უნდა არის უკან გადმოდგმული ნაბიჯია“,-განაცხადა ბარამიძემ.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)